
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან, საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან და მხარდამჭერებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები ზაზა ლომინაძე, გივი ჭიჭინაძე, ბეჟან წაქაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე.
ბაღდათის გარდა, დღეს შეხვედრები გაიმართა ცაგერში, წყალტუბოსა და ქუთაისში.
დაგეგმილია შეხვედრები მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში. პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იმ მუნიციპალიტეტებს ეწვევიან, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.






















