19:38 | 2021-10-23 ავტორი: Prime Time

ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რატომ შესთავაზეს სააკაშვილს ციხის საავადმყოფო და არა კერძო კლინიკა

ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რატომ შესთავაზეს სააკაშვილს ციხის საავადმყოფო და არა კერძო კლინიკა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გლდანის ციხის საავადმყოფოს გააჩნია ყველანაირი საშუალება, რომ მიიღონ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

 

პენიტენციური სამსახურის დებულების მიხედვით, მათ აქვთ იმის საშუალება, რომ მიიღონ მიხეილ სააკაშვილი თავიანთ კლინიკაში. ასევე, ის სერვისები, რომლებიც პაციენტს ესაჭიროება, სრულად არის შეთავაზებული პენიტენციურის მხრიდან.

 

მხოლოდ ეს გახლავთ მიზეზი, რომ მას შესთავაზეს მე-18 დაწესებულება და არა რომელიმე სხვა კლინიკა, ვინაიდან თვლიან, რომ უსაფრთხოების ზომები აქ მეტად იქნება დაცული და ყველაფერი გაკეთდება პაციენტის ჯანმრთელობის და ინტერესების სასარგებლოდ“, – აცხადებს ტიკარაძე.

 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 23-ე დღეა შიმშილობს.

 

ნახეთ სხვა სიახლეები:

 

„რომ მცოდნოდა რა მელოდა“ – რას წერდა გარდაცვლილი ქალი ვაქცინაზე?

 

რატომ იმყოფებოდა ამირან გამყრელიძე სხვა პირებთან ერთად ძალადობის მსხვერპლთა ცენტრში 

 

„შეიძლება მთელი ცხოვრება დაგტანჯოთ“ – გიორგი ფხაკაძე

 

+18 როგორ იპოვეს მოკლული ანასტასია შატალოვა 

 

2 სახლი მოსკოვში, 8 სახლი თბილისში, ვილა კანარის კუნძულებზე და აგარაკი გონიოში – სენაკის მერობის კანდიდატის ქონება

 

ვინ არის სინამდვილეში ექიმი, რომელმაც მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინი გაუკეთა

ავტორი: Prime Time

X