
“შეწყვიტე რა ეს ვითომ შიმშილობა, დაანებე თავი”,- ამ სიტყვებით მიმართავს მეუფე სტეფანე მიხეილ სააკაშვილს.
მისი თქმით, სჯობს მიხეილ სააკაშვილი შეეგუოს მდგომარეობას.
“რაში გჭირდება? ვის ეპოზიორები ან რას იმას შვები რა. თუ მართლა გინდა შერიგება, დაიწყე ეს შერიგება, შევხედავთ და მერე ვნახოთ რა იქნება კაცო. ისინიც დგანან, სასულიერო პირები და საყოველთაო შერიგება და რაღაც, ვითომ ის არის რა, აიღებ, მოგინდა უცებ და შერიგდები რა, ვითომ ეს შენზეა დამოკიდებული მარტო. შერიგება დამოკიდებულია ვისთანაც რიგდები იმაზეც… ხან ისე იქნება, ხან ასე. ხან პრეზიდენტი იქნები, ხან ციხეში ხარ. ორივე სიტუაციაა გააანალიზე. პრეზიდენტი რომ ხარ თავში კი ნუ აგივარდება და ყველაფერი შენი კი ნუ გგონია.
მერე ციხეშიც შეიძლება მოხვდე და იმ ციხეშიც, ყველაფერზე უარს კი ნუ იტყვი, რომ მე არაფერი დამიშავებია, პოლიტპატიმარი ვარ აბა ახლავე გამომიშვითო. რომ გამოგიშვან, მერე ღვთის წინაშე რა მძიმედ დაისჯები. ჯობია აღიარო, რომ არასწორად გააკეთე რამე და შეეგუე იმ მდგომარეობას, მადლობა უთხარი ღმერთს. რაის შიმშილობა”,- აღნიშნა აბაშაში საკვირაო ქადაგებისას ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელიც უკვე 24-ე დღეა, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს.
ნახეთ სხვა სიახლეები:
„რომ მცოდნოდა რა მელოდა“ – რას წერდა გარდაცვლილი ქალი ვაქცინაზე?
რატომ იმყოფებოდა ამირან გამყრელიძე სხვა პირებთან ერთად ძალადობის მსხვერპლთა ცენტრში
„შეიძლება მთელი ცხოვრება დაგტანჯოთ“ – გიორგი ფხაკაძე
+18 როგორ იპოვეს მოკლული ანასტასია შატალოვა






















