
“The Talk შოუს” დღევანდელი გადაცემის თემები ღალატი და მენსტრუაციული ციკლია. როგორც ყოველთვის, წამყვანები, მაყურებელს თავის გამოცდილებას უზიარებენ.
რუსკა იხსენებს, როგორ სცხვენოდა ჰიგიენური საფენების ყიდვა და როგორ გზავნიდა დედას და ბებიას მის შესაძენად.
რუსკა მაყაშვილი: – ახალ სიტყვას რომ მეუბნებიან, სახლამდე ვერ მიმაქვს. ბებია საოცარი ქალი იყო, ყველაფერს გასაგებად მიხსნიდა. მივედი და ვეკითხები, ილუმინაცია რა არის-მეთქი? რომ დაიწყო ახსნა, არა, ეგ არა-მეთქი და რომ ავუხსენი, რას ვგულისხმობდი, მაგას მენსტრუაცია ჰქვია-მეთქი. ამიხსნა და გადასარევად ვიცოდი, რა იყო. მაგრამ რომ არ მცოდნოდა, დაახლოებით, 25 წლის ვიყავი ეს ყველაფერი რომ დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. მეგონა, რომ პრობლემა მქონდა. საკმაოდ დიდი ვიყავი და ვშიშობდი, რა ხდება ჩემს თავს, რატომ არ მეწყება-მეთქი.
აფთიაქში რომ შევდიოდი ჩურჩულით ვამბობდი, საფენები მინდა-მეთქი. რად მიჯდებოდა აფთიაქში ჩასვლა…
დედას ან ბებოს ვეხვეწებოდი, წადით, საფენი მიყიდეთ-მეთქი. გამჭირვალე პარკში თუ ჩამიდებდნენ, მეორე პარკში ვდებდი, რომ არ გამოჩენილიყო, რომ მე საფენებით მოვდივარ. რა იყო ეს?!
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















