
“სახალხო დამცველის დასკვნაში ერთი ფაქტობრივი შეცდომაც იყო, ექიმი-რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სახალხო დამცველის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური თანამშრომლობა ქალბატონ ნინო ლომჯარიასთან. ქალბატონი ნინო ლომჯარია პირადად ჩემი ინიციატივით იქნა მოწვეული ამ სამუშაო ჯგუფში. მინდა მადლობა მოვახსენო ჯგუფის ყველა წევრს, რომელიც ძალიან აქტიურადაა ჩართული პატიმარ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის საკითხებში და აქ რა თქმა უნდა, ჩართულია ქალბატონი ნინო ლომჯარია.
რაც შეეხება მის დასკვნას, იქ ერთი ფაქტობრივი შეცდომაც იყო, ექიმი-რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში“, – განაცხადა ბრეგაძემ.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























