15:41 | 2021-10-25 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

“ეს მათი ბოლო გაფართხალებაა” – უდუმაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ შეკრებაზე

“ეს მათი ბოლო გაფართხალებაა” – უდუმაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ შეკრებაზე

“ეს არის ბოლო გაფართხალება „ქართული ოცნების”, „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“, ზუსტად ასეა მათი საქმე. ყველამ კარგად ვიცით, როგორ მიმდინარეობს ამ აქციისთვის მზადება, ყველა საჯარო უწყებას აქვს კონკრეტული დავალება მიცემული მუქარით, რომ თითოეული მათგანი დაკარგავს სამსახურს თუ არ გამოცხადდება და არ მოიყვანს კონკრეტული რაოდენობის ხალხს ამ აქციაზე”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ზაალ უდუმაშვილმა “ქართული ოცნების” მიერ 27 ოქტომბერს დაანონსებულ მხარდამჭერთა შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„იხარჯება უამრავი ფული, რომ ეს ხალხი როგორმე თბილისში ჩამოიყვანონ და მხარდამჭერებს დაანახონ, რომ ვიღაც მათაც უჭერთ მხარს, მაგრამ ეს ყველაფერი არის წარსული, ასეთი აქციები გვინახავს. ეს არის სასოწარკვეთილი და აგონიაში ჩავარდნილი ხელისუფლების ქმედება. „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“, ზუსტად ასეა მათი საქმე”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

 

ცნობისთვის, 27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებას გამართავს.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X