
“რაც არ უნდა სასაცილო და პარადოქსული იყოს, მაშინდელი პენიტენციური სისტემის მთავარი შემქმნელი დღევანდელ სისტემას უწუნებს რაღაცებს”, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ძალიან მიმძიმს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მაგიდაზე „გადასკოჩილი“ ბიჭების გაუპატიურების ავტორები და შემკვეთები ძალადობასა და ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობენ. ეს ხდება ამ ქვეყანაში სამწუხაროდ. და „ფეიკები“ იდგმება იმისთვის, რომ ცოტა მაინც გაანეიტრალონ ეს კონტრასტი, რაც შეუძლებელია. და შეუძლებელია დღევანდელ სისტემაში ვინმეს რამე დაემართოს, მათ შორის იმ სისტემის შემქმნელ ადამიანს“, – განაცხადა მდინარაძემ.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















