15:18 | 2021-10-25 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ივანე ჩხაიძე: მოსალოდნელია, რომ ნოემბრის პირველ კვირას მოიმატოს გარდაცვალებულთა რაოდენობამ

ივანე ჩხაიძე: მოსალოდნელია, რომ ნოემბრის პირველ კვირას მოიმატოს გარდაცვალებულთა რაოდენობამ

მედიკოსების განცხადებით, მაღალი ინფიცირების მაჩვენებელი ლეტალობის მაჩვენებლის მოსალოდნელ ზრდას მოასწავლებს. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ასეთი შემთხვევების ზრდა მოსალოდნელი ნოემბრის პირველ ნახევარშია:

 

„სიკვდილიანობის გაზრდასთან პირდაპირ კავშირშია ინფიცირების შემთხვევების გაზრდა. თუ მოიმატებს ინფიცირება ამას 3-4 კვირის შემდეგ მოჰყვება ლეტალობის გაზრდაც. ამიტომ, სამწუხაროდ, თუ ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ოქტომბრის გარკვეულ პერიოდში ერთი კვირის მანძილზე გვქონდა მკვეთრად მომატებული ინფიცირების რაოდენობა, მოსალოდნელია რომ ნოემბრის პირველ კვირას მოიმატოს გარდაცვალებულთა რაოდენობამ.“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X