
27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შემაჯამებელი შეკრება გაიმართება.
როგორც ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, აქციაზე შეიკრიბება ხალხი, ვისაც ბოროტების დამარცხება და სიმშვიდე სურს.
საინტერესოა, დაესწრება თუ არა ბიძინა ივანიშვილის შეკრებას. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, 27 ოქტომბერს მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ აქციას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება.
მდინარაძის თქმითვე, ამ საკითხზე ივანიშვილთან საუბარიც არ ყოფილა.
“ასეთი საუბარი არ ყოფილა. არ ვიფიქრეთ, რომ გარკვეული უხერხულობა შევქმნათ და ვთხოვოთ ვიღაცას, განსაკუთრებით ისეთ ადამიანს, რომელსაც განცხადება აქვს გაკეთებული, რომ პოლიტიკაში არ ჩაერევა, ჩაერიოს პოლიტიკაში – ამას არ ვთხოვთ, ასეთი აზრიც არ გვიჩნდება”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























