17:12 | 2021-10-25 ავტორი: Prime Time

გაერო ღრმად შეშფოთებულია სუდანში გადატრიალების შესახებ გავრცელებული ცნობებით

გაერო ღრმად შეშფოთებულია სუდანში გადატრიალების შესახებ გავრცელებული ცნობებით

გაერო ღრმად შეშფოთებულია სუდანში გადატრიალების შესახებ გავრცელებული ცნობებით. ამის შესახებ სუდანის საკითხზე გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ვოლკერ პერტესმა განაცხადა.

სუდანის მმართველი სუვერენული საბჭოს თავმჯდომარემ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
2021-10-25სუდანის მმართველი სუვერენული საბჭოს თავმჯდომარემ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

 

„პრემიერ-მინისტრის, მთავრობის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების დაკავება მიუღებელია. მოვუწოდებ უშიშროების ძალებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ისინი, ვინც უკანონოდ დააკავეს ან შინაპატიმრობაში ჰყავთ. ამ ძალების პასუხისმგებლობაა, უზრუნველყონ პატიმრობაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოება და კეთილდღეობა. მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება. ყველა მხარე დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს დიალოგს და კეთილსინდისიერად ჩაერთოს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაში“, – ნათქვამია ოლკერ პერტესის განცხადებაში.

 

სამხედროებმა სუდანის პრემიერ-მინისტრი, აბდალა ჰამდოკი უცნობ ადგილას გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მან უარი განაცხადა სამხედრო გადატრიალებისთვის მხარის დაჭერაზე.

 

სუდანის ინფორმაციის სამინისტროს განცხადებით, სუდანის პრემიერ-მინისტრი, აბდალა ჰამდოკი სუდანელ ხალხს მოუწოდებს, მშვიდობიანი გზით წინააღმდეგობა გაუწიონ გადატრიალების მცდელობას და დაიცვან თავიანთი რევოლუცია.

 

სამხედროებმა სუდანის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროებმა ინტერნეტზე წვდომა შეზღუდეს და ხიდები ჩაკეტეს.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X