
ქალი, რომელსაც სიცოცხლის სურვილი არ ჰქონდა, აიცრა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის დამფუძნებელი კახა ჯანაშვილი წერს.
„შვილის სიკვდილის შემდგომ, 92 წლის მორწმუნე დეიდაჩემს-ჟუჟუნას, სიცოცხლის სურვილი სულ გაუქრა, მაგრამ, როდესაც გაიგო, რომ კორონა ვირუსის შეხვედრის შემდგომ, შესაძლოა მის ორგანიზმში, აუცრელობის გამო, კორონავირუსის ახალი შტამი წარმოიქმნას, თქვა:
მე, არ მინდა, რომ ჩემს გამო, რომელიმე ადამიანს, რამე დაუშავდესო და მკვლელი გავხდეო. მოითხოვა აცრის გაკეთება და გუშინ აიცრა. აი, ასეთი 92 წლის დეიდა ჟუჟუ გამჯაშვილი მყავს მე!“, – წერს კახა ჯანაშვილი.























