08:17 | 2021-10-26 ავტორი: სალომე ნეფარიძე

უმძიმესი ზამთარი გველოდება, თუ კიდევ მინიმუმ მილიონამდე ჩვენი მოქალაქე არ აიცრება – აკაკი ზოიძე

უმძიმესი ზამთარი გველოდება, თუ კიდევ მინიმუმ მილიონამდე ჩვენი მოქალაქე არ აიცრება – აკაკი ზოიძე

კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა ამ დროისთვის 50 ათასს აღემატება. ჯანდაცვის სპეციალისტების განცხადებით, 2-3 კვირაში ინფიცირებულთა რიცხვის მატება ისევ მოსალოდნელია. შესაბამისად, სავარაუდოდ, ლეტალობის მაჩვენებელიც გაიზრდება.

 

ექიმების განცხადებით, ქვეყანაში პანდემიის დასასრულზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება საუბარი, თუკი მოსახლეობა იმუნიზაციაზე არ იტყვის უარს.

 

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
2021-10-26სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

 

„უმძიმესი ზამთარი გველოდება, თუ ვერ შევძელთ ის, რომ ვერ ავცერით კიდევ მინიმუმ მილიონამდე ჩვენი მოქალაქე იმისთვის, რომ რაღაც დონის საზოგადოებრივ იმუნიტეტს მივაღწიოთ. ეს იმუნიტეტი დღეს უკვე შველის ადამიანებს თბილისსა და აჭარაში, სადაც ყველაზე ნაკლებია 100 000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X