11:17 | 2021-10-26 ავტორი: Prime Time

„თუ რაღაც ისე ვერ წავიდა, იცოდეთ, ძალიან მიყვარხართ“ – რატომ მოხვდა ლაშა ბექაური საავადმყოფოში

„თუ რაღაც ისე ვერ წავიდა, იცოდეთ, ძალიან მიყვარხართ“ – რატომ მოხვდა ლაშა ბექაური საავადმყოფოში

„თუ რაღაც ისე ვერ წავიდა, იცოდეთ, ძალიან მიყვარხართ“ – ამ აღწერით მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა საავადმყოფოში გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

 

21 წლის სპორტსმენმა თიაქარის და პოლიპების არეში ოპერაცია გაიკეთა. ქართველმა ძიუდოისტმა თავისი სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას ამცნო, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

 

ასევე, ბექაურის დედამ ვიკა წიკლაურმა საზოგადოებას სოციალური ქსელ Facebook-ის მეშვეობით მიმართა:

 

“ყველაფერმა კარგად ჩაიარა უფლისმადლით,მადლობა ყველას თანადგომისთვის” – განაცხადა წიკლაურმა.

 

შეგახსნებთ, რომ 21 წლის ძიუდოისტი ბაქოს გრან სლემზე უნდა გამოსულიყო, თუმცა ახალგაზრდა სპორტსმენი ტრავმის გამო ტურნირს ჩაეხსნა და მის ნაცვლად IJF-ის ტურზე ლუკა მაისურაძე იასპარეზებს.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X