10:12 | 2021-10-27 ავტორი: Prime Time

„იძულებულები ვიყავით, ერთი შვილი გაგვეყიდა, რომ საჭმლის ფული გვქონოდა” – სულისშემძვრელი ისტორია ავღანეთიდან

„იძულებულები ვიყავით, ერთი შვილი გაგვეყიდა, რომ საჭმლის ფული გვქონოდა” – სულისშემძვრელი ისტორია ავღანეთიდან

რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მოსვლის შემდეგ ავღანეთში უკიდურესი ჰუმანიტარული კრიზისია. უკიდურესად გაჭირვებულმა ოჯახმა ჩვილი 500 დოლარად გაყიდა, რათა სხვა შვილები გამოეკვება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

 

„ჩემი ყველა შვილი შიმშილით კვდებოდა. იძულებულები ვიყავით, ჩემი ერთი ქალიშვილი გაგვეყიდა, რომ საჭმლის ფული გვქონოდა. როგორ შეიძლება, ახლა თავს ცუდად არ ვგრძნობდე? ის ხომ ჩემი შვილია. ნეტავ, ამ მდგომარეობაში არ აღმოვჩენილიყავი“, – ამბობს ბავშვის დედა.

 

ცნობისთვის, ავღანეთში სიკვდილის საფრთხის წინაშე, სულ მცირე, მილიონი ბავშვი დგას.

 

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X