12:51 | 2021-10-26 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ჩინეთში 3 წლის ზემოთ ბავშვების ვაქცინაციას იწყებენ

ჩინეთში 3 წლის ზემოთ ბავშვების ვაქცინაციას იწყებენ

ჩინეთში 3 წლის ზემოთ ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. ინფორმაციას ამის შესახებ TIME-ი ავრცელებს. 

 

3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციის დაწყება 5 პროვინციაში უკვე დაანონსდა.

 

ამ ასაკობრივი ჯგუფების აცრა ქვეყანაში კორონავირუსის მორიგ აფეთქებას უკავშირება. ბოლო დღე-ღამეშიჩინეთში COVID-19-ის 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

ჩინეთში, ბოლო მონაცემებით, მოსახლეობის 76% სრულად ვაქცინირებულია.

 

ევროპის წამლის სააგენტომ Moderna-ს მესამე დოზით აცრის რეკომენდაცია გასცა
2021-10-26ევროპის წამლის სააგენტომ Moderna-ს მესამე დოზით აცრის რეკომენდაცია გასცა

 

 

ცნობისთვის, ჩინეთის ხელისუფლებამ ასობით ავიარეისი გააუქმა, სკოლები დახურა და მასობრივი ტესტირება დაიწყო, მას შემდეგ რაც ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში COVID-19-ის, ტურისტებთან დაკავშირებული აფეთქება დაფიქსირდა.

 

COVID-19-ის ბოლო აფეთქება ასაკოვან წყვილს უკავშირდებოდა, რომელის ტურისტების ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა. ცოლ-ქმარი შანხაიდან სიანში ჩავიდა, შემდეგ კი შიდა მონღოლეთში. მას შემდეგ სხვადასხვა რაიონებში, პეკინის ჩათვლით, ამ მოგზაურობის დროს მჭიდრო კონტაქტების შედეგად ათობით შემთხვევა გამოვლინდა.

 

რაიონები, სადაც კორონავირუსი გამოვლინდა, იზოლირებულია, ტურისტული ობიექტები, სკოლები და გასართობი ადგილები კი დაიხურა. მათ, ვისაც აქედან გადაუდებელი მიზეზით გამგზავრება უწევს, ტესტი უნდა ჩააბარონ

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X