
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, კობა ნაყოფიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მნახველს წერილს აღარ გაატანენ.
„მიხეილ სააკაშვილს აკრძალული აქვს სატელეფონო ზარები, ანუ მისი ხმის ეშინიათ. ყველა ფანჯარა დაბურეს, შეღებეს, ჩაკეტეს ისე, რომ გარედან კამერამ ვერ დააფიქსიროს. ერთ დღეში ჩაატარეს რემონტი.
დღევანდელი ამბავია ის, რომ მასთან მიმსვლელს წერილსაც კი არ ატანენ. როცა შევდიოდი, გამაფრთხილეს, რომ წერილის გამოტანა არ შეიძლება და ეს შეიძლება, გაიგზავნოს მხოლოდ ფოსტით. ერთადერთი შესაძლებლობა, რომ მივიღოთ მისგან წერილები, იქნება ფოსტა, ან ადვოკატი”, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.
აღნიშნულ კომენტართან დაკავშირებით პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა.
უწყებაში განმარტავენ, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მათი ცნობით, მინა შეიცვალა მხოლოდ საშხაპე ოთახში, რომელიც რამდენიმე დღის წინ თავად ბრალდებულ/მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა დააზიანა, ახალ მინას გაუკეთდა დამცავი, გამჭვირვალე ფირი, რომელიც ამცირებს მინის დაზიანების რისკს, ასევე, შეუფერხებლად ატარებს მზის სხივს.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























