13:08 | 2021-10-27 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

სინოპტიკოსებმა ამინდის ახალი პროგნოზი გამოაქვეყნეს – როგორი ამინდი იქნება პირველ ნოემბრამდე

სინოპტიკოსებმა ამინდის ახალი პროგნოზი გამოაქვეყნეს – როგორი ამინდი იქნება პირველ ნოემბრამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1-ელ ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +17, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

 

27 და 30 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ტემპერატურა +9, +14 გრადუსი იქნება. დანარჩენ დღეებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

 

1-ელ ნოემბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

 

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 27 და 30 ოქტომბერს შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ტემპერატურა +10, +12 გრადუსი იქნება, დანარჩენ დღეებში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს. 1-ელ ნოემბრიდან კიდევ 4-5 გრადუსით დათბება.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X