
ნინო ბურჯანაძე ვერასდროს გახდება თავდაცვის მინისტრი ან რომელიმე სხვა თანამდებობის პირი. ამის შესახებ პარტია “კანონის და სამართლის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა “თავისუფალ სივრცეში საუბრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ნინო ბურჯანაძეს უახლოეს ისტორიაში ოკუპანტის მხარდამჭერი კომენტარები აქვს გაკეთებული.
” რეფორმები, რომლის გაკეთებასაც ვაპირებთ, ითვალისწინებს ოკუპაციის კანონის ამუშავებას და ოკუპაციის კანონის მიხედვით, იმ პროგრამით, რომელიც ქალბატონ ბურჯანაძეს აქვს და და იმ უახლეს ისტორიაში გაკეთებული ჭუჭყიანი, სამარცხვინო განცხადებებით ოკუპანტის მხარდასაჭერად ვერ გახდება ვერაფრით, ვერც თავდაცვის მინისტრი და ვერც რომელიმე მაღალ თანამდებობაზე მოვა იმიტომ რომ ოკუპაციის კანონს ეწინააღმდეგება”,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა “თავისუფალ სივრცეში” საუბრის დროს.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















