00:06 | 2021-10-28 ავტორი: Prime Time

გიული ალასანიას ჩაცმულობამ მედიის ყურადღება მიიპყრო – “შანელის” ჩექმით ციხესთან

გიული ალასანიას ჩაცმულობამ მედიის ყურადღება მიიპყრო – “შანელის” ჩექმით ციხესთან

დღეს გიული ალასანია შვილის მოსანახულებლად რუსთავის ციხესთან მივიდა. პატიმრობაში მყოფი ექხპრეზიდენტის დედა ამბობს, რომ საპატიმროში მიხეილ სააკაშვილის უფლებები ირღვევა და მასთან მნახველების შესვლა შეზღუდულია. განცხადების გარდა, მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა გიული ალასანიას ჩაცმულობაც. სააკაშვილის დედა ციხესთან თეთრი სამოსითა და ორიგინალური, გამჭირვალე ჩექმით მივიდა.

 

 

ჩექმა “შანელის” 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან არის და ონლაინ გამოწერით მისი ფასი 1200 დოლარს შეადგენს.

 

შოპინგისთვის განკუთვნილ ცნობილ ვებ-გვერდებზე აღნიშნული ფეხსაცმელი ლიმიტირებული რაოდენობითაა და “შანელის” თაყვანისმცემლებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი, თეთრი ან შავი ფერის ტრანსპარენტული ტრენდული ფეხსაცმლის მფლობელები გახდნენ.

 

 

ასევე ნახეთ: ბერა ივანიშვილი ძმასთან, ცოტნესთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს

 

 

outlet opportunity

ავტორი: Prime Time

X