
„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ასახელებს დროს, როდის გამოვა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან. ამასთან, როგორც ბერძენიშვილი ამბობს, სააკაშვილი წმინდანი არ არის, თუმცა მის მიმართ შეკერილი სამართლბრივი საქმეებია აღძრული.
„ეჭვი არ მეპარება, რომ წლის ბოლომდე მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება, საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის გზით. ყველა საქმე, რომელის მის მიმართ არის აღძრული, არის შეკერილი. არავინ ამბობს, რომ სააკაშვილი წმინდანია, მაგრამ ის საქმეები, რომლებიც მის მიმართ არის აღძრული, იურიდიულად არის ნულოვანი.
მე ვიცი, რომ ხელისუფლებები ჩადიან დანაშაულს. დანაშაული ჩაიდინა შევარდნაძის ხელისუფლებამ, არ გაგვისამართლებია. დანაშაული ჩაიდინა საბჭოთა ხელისუფლებამ, არ გაგვისამართლებია.
ასლან აბაშიძე არ გაგვისამართლებია და მაინც და მაინც სააკაშვილი უნდა გავასამართლოთ, ამის მერე „ოცნება“ არ უნდა გავასამართლოთ? თუ როგორ გგონიათ, სააკაშვილს გაასამართლებენ და ბიძინას არა? ეს გასამართლება არასოდეს დასრულდება“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, ვალერი გელაშვილის ცემის საქმე ერთ-ერთი დანაშაულია, რომლის გამოც, სასამართლოს მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასამართლდა და სასჯელის სახით, 6 წლით პატიმრობა შეეფარდა.
ამასთან სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზეა მსჯავრდებული.
განიხილებოდა ვერსია, რომ მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეეწყალებინა, თუმცა აღნიშნული ზურაბიშვილმა საბოლოოდ გამორიცხა.
ასევე ნახეთ ვიდეო ⇓ სააკაშვილმა სამეგრელოდან ვიდეო გამოაქვეყნა
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























