
გადაადგილებაც უჭირს იმიტომ, რომ ყოველგვარ გადასხმაზე უარს ამბობს, შესაბამისად ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს.
მისივე თქმით, ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი კიდევ უფრო გართულდება.
„ანალიზებს აღარ იკეთებს, შესაბამისად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევაც რთული გახდება. სისუსტე ძლიერდება. რამდენიმე დღის წინ გვახსოვს, რომ სასიცოცხლო ნიშნული ზღვარს ქვემოთ იყო ჩამოსული და შემდგომ მედიკამენტოზური მკურნალობით და გადასხმებით უკვე ეს დარეგულირდა. დღეს უკვე ამასაც ვეღარ ვიგებთ” – განაცხადა გელხაურმა.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















