
გვიან ღამით, ზუგდიდში, აქციის დროს დაკავებული, „ნაციონალური მოძრაობის“ ხობის საკრებულოს წევრი, გუკა ქარდავა გაათავისუფლეს. იგი ზუგდიდის რაიონულმა მოსამართლე ირაკლი აფშილავამ სრულად გაამართლა.
შეგახსენებთ, ზუგდიდში, გუშინ გამართული ოპოზიციის აქციის დროს ხობის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, გუკა ქარდავა დააკავეს. მას ჟურნალისტის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდნენ. ჟურნალისტი კი „პოს ტივის“ წარმომადგენელი, ნათია ბერიძეა.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ნათია ბერიძე აქციის მონაწილეების, მათ შორის, გუკა ქარდავას პროვოცირებას გამიზნულად ცდილობდა და იგი ჟურნალისტს თავს არ დასხმია.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ გუკა ქარდავას დაკავება არჩევნებს უკავშირდება რადგან ის პროცესში აქტიურადაა ჩართული და ხობის საკრებულოს წევრიც გახდა.
ავტორი: თეა შონია
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















