21:36 | 2021-10-28 ავტორი: Prime Time

„მთავარი არხის“ დაკვეთილი კვლევის არასწორი შედეგების გავრცელების გამო „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებული განცხადების შემდეგ ipsos global-ის ვებგვერდმა მუშაობა შეაჩერა

„მთავარი არხის“ დაკვეთილი კვლევის არასწორი შედეგების გავრცელების გამო „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებული განცხადების შემდეგ ipsos global-ის ვებგვერდმა მუშაობა შეაჩერა

Ipsos-ის ვებგვერდი გაითიშა. error-ი საიტზე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის უკრაინულ გვერდზე ზუგდიდს “ქართული ოცნების” კანდიდატი იგებდა, ხოლო ქართულ მედიაში ციფრები ანზორ მელიას სასარგებლოდ გამოქვეყნდა.

შალვა პაპუაშვილი სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს - Ipsos-ის კვლევებით მანიპულირება
2021-10-28შალვა პაპუაშვილი სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს - Ipsos-ის კვლევებით მანიპულირება

 

საიტის პარალიზებამდე ორგანიზაციის უკრაინულ გვერდზე გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ზუგდიდში მმართველი პარტიის კანდიდატი მამუკა წოწერია 51%-ით ლიდერობდა, თუმცა ამ შედეგებისგან რადიკალურად განსხვავებული ციფრები გამოაქვეყნა კვლევის დამკვეთმა, მთავარმა არხმა, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ანზორ მელიას 9%-იანი უპირატესობა ჰქონდა.

 

მმართველი პარტიის ბრალდებასა და კვლევის არასწორი შედეგების გავრცელებზე განმარტება “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მერობის კანდიდატს დღეს არ გაუკეთებია, თუმცა თავად ორგანიზაციის სანდოობაში ოპოზიციურ პარტიას ეჭვი არ ეპარება.

 

ციფრებით მანიპულაციაზე პირველი კომენტარი გაკეთდა ზუგდიდში მმართველი პარტიის კანდიდატის მამუკა წოწერიას შტაბში. ირაკლი ჩიქოვანი დარწმუნებულია, რომ კვლევის ზუგდიდის ნაწილის ცვლილება შეგნებულად მოხდა.

იფსოსის კვლევებთან დაკავშირებით უნდობლობის კიდევ ერთ მიზეზად მმართველ პარტიაში ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სხვა გამოკითხვების შედეგებსაც ასახელებენ.

 

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამბობს, რომ კვლევები რეალურ შედეგს მინიმუმ 9 პროცენტით ჩამორჩება. კვლევის საველე სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან შეკითხვები აქვს პრემიერ-მინისტრსაც.

კვლევის შედეგების ნაკლებად სჯერათ სხვა პოლიტიკურ პარტიებშიც. ოპოზიციის ნაწილში ამბობენ, რომ შესაძლოა იპსოსთან შეკითხვები მათაც გააჩნდეთ.

 

 

ავტორი: Prime Time

X