
კომპანია Facebook-ის ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა კომპანიის ახალი სახელი გამოაცხადა.
„ამიერიდან ჩვენი სახელი იქნება Meta“, – განაცხადა მარკ ცუკერბერგმა ონლაინ-პრეზენტაციის დროს.
რაც შეეხება კომპანიის ცალკეულ პლატფორმებს, როგორებიცაა Facebook, Instagram, Messenger და Whatsapp, აღნიშნული ცვლილება არ ეხებათ.
კომპანიის ახალი ლოგო ექნება მხოლოდ ცისფერი “M”.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ კომპანია Facebook-ი სახელწოდების შეცვლას გეგმავს. ახალმა სახელწოდებამ უნდა ასახოს კორპორაციის მისწრაფება, შექმნას ვირტუალური მსოფლიო – ე.წ. მეტასამყარო.

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓
- “ნაციონალები” არიან ახალი კომუნისტები… მათ არ სურთ, ქვეყანაში იყოს სიმშვიდე – დეკანოზი შალვა კეკელია






















