08:12 | 2021-10-29 ავტორი: Prime Time

თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეუწყდება – გადაამოწმეთ მისამართი

თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეუწყდება – გადაამოწმეთ მისამართი

გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო, დიდუბისა და საბურთალოს რაიონებში აბონენტების ნაწილს დღეს, 29 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია„თელასი“ ავრცელებს.

 

როგორი ამინდი იქნება 29 ოქტომბერს საქართველოში  - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
2021-10-29როგორი ამინდი იქნება 29 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

 

დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), კედიას, თევდორე მღვდლის, ჩაჩავასა და შალვა გოგიძის ქუჩების მოსახლეობას.

 

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამაზ ნადარეიშვილის, შალვა ნუცუბიძის (ნაწილობრივ), ინტენსიფიკაციის, გაზაფხულის, კამანის, იოველ ჯებაშვილისა და დელისის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას I, II კვარტლებისა (ნაწილობრივ) და შალვა ნუცუბიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

 

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X