
Facebook-მა კორპორატიული სახელი შეიცვალა და მსხვილი რებრენდინგის მიხედვით მას დღეიდან Meta დაერქვა.
რაც შეეხება კომპანიის ცალკეულ პლატფორმებს, როგორებიცაა Facebook, Instagram, Messenger და Whatsapp, აღნიშნული ცვლილება არ ეხებათ.
კომპანიის ახალი ლოგო ექნება მხოლოდ ცისფერი „M“.
„მეტა ბერძნულად ნიშნავს „შემდეგს“ და ჩემთვის ეს სიმბოლოა იმისა, რომ ყოველთვის სხვა რამის შექმნა შეგიძლია“, – თქვა მარკ ცუკემბერგმა „ფეისბუქ ლაივის“ დროს.
„მეტა“ ეხმარება შექმნას მომავალი, სადაც ადამიანებს ექნებათ მეტი გზა მეტავერსიაში თამაშისა და დაკავშირებისთვის. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სოციალური კავშირის შემდეგ საფეხურში“, – წერს „ფეისბუქი“ ოფიცუალურ გვერდზე.
ახალი სახელწოდების ქვეშ Meta თავს მოიყრის ყველა სოციალური ქსელი და პლატფორმა – Facebook-ი, Instagram-ი და WhatsApp-ი, რომლებიც საკუთარ სახელწოდებებს შეინარჩუნებენ.
1-ლი ნოემბრიდან WhatsApp-ი სმარტფონების ბევრ მოდელზე აღარ იმუშავებს, მიზეზი მესენჯერის ძველ საოპერაციო სისტემებთან შეუთავსებლობაა.
საუბარია სულ 43 მოდელზე, როგორიცაა Apple-ის, Samsung-ის, LG-ის, ZTE-ის, Huawei-ის, Sony-ის, Alcatel-ის, Lenovo-სა და სხვა მოდელებზე.
მესენჯერის მუშაობისთვის უნდა იქონიოთ ისეთი ტელეფონი, რომლის საოპერაციო სისტემაც არის: Android 4.1 ან iOS 10. ან უფრო ახალი.
შესაძლოა სწორედ ამ მოდელებზე WhatsApp-მა ფუნქციონირებ სრულად შეწყვიტოსა. ასევე შესაძლებელია მომხმარებელს მესენჯერის მხოლოდ რამდენიმე ფუნქციაზე შეეზღუდოს წვდომა და მონაცემთა უსაფრთხოებაც არ იყოს სათანადოდ დაცული.
ამასტან, სოციალურ ქსელის ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა „მომხმარებელთა უსაფრთხოებაზე მაღლა ფინანსურ მოგებას აყენებს“.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















