
ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პროტესტის უკიდურეს ფორმას განაგრძობს და ისევ უარს ამბობს ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაზე.
ამ წუთებში, მიხეილ სააკაშვილს უფლებადამცველი ხვდება, საპატიმროში შესვლამდე ადვოკატმა ისევ ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ვიზუალურად უკვე ეტყობოდა მიხეილ სააკაშვილს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო დამძიმებული, ამიტომ დაუნიშნეს მედიკამენტოზური მკურნალობა. მიხეილ სააკაშვილმა მიიღო ეს წამლები, შესაბამისად, დღეს უკვე მოხდებოდა ანალიზების ჩაბარება და დაველოდოთ პასუხებს. პრიორიტეტული არის ის, რომ განხორციელდეს მისი ჰოსპიტალიზაცია სამოქალაქო კლინიკაში, ვინაიდან მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობა საფრთხე არ შეექმნას,”- აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი გიორგი გელხაური.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















