
“მინდა, ერთ ქალაქში მაინც დავინახოთ ოპოზიციის გამარჯვებული მერობის კანდიდატი, რათა სეირს დავაკვირდე”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
„ზოგადად იმისთვის, რომ პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო ეგზოტიკური გახდეს, არ იქნება ცუდი, რომელიმე ქალაქში “ნაციონალი“ მერი იყოს. ჩვენ ერთხელ კოჰაბიტაციის პერიოდი გვქონდა, სადაც იგივე პოლიტიკური ძალები კოჰაბიტაციის ფორმატში ერთმანეთთან კარგად თუ ცუდად თანამშრომლობდნენ. როგორც ჩანს, პრემიერს დაავიწყდა, „ნაცებთან“ რომ კოჰაბიტაციაში იმყოფებოდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















