14:21 | 2021-10-29 ავტორი: Prime Time

GSTHR: ჯანმოს ეკისრება მორალური პასუხისმგებლობა, აღიაროს თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია – დღეს წვადი თამბაქოს ეპოქა უნდა დასრულდეს

GSTHR: ჯანმოს ეკისრება მორალური პასუხისმგებლობა, აღიაროს თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია – დღეს წვადი თამბაქოს ეპოქა უნდა დასრულდეს

“თამბაქოს პანდემიის” წინააღმდეგ ბრძოლა ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა სხვადასხვა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო  ჯანდაცვის ინსტიტუტი და ორგანიზაცია ამ პრობლემასთან გამკლავების პროცესში განსხვავებულ მიდგომებს იყენებს.

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია თამბაქოს მოხმარების პრევენციის მიზნით, უპირატესობას მკაცრ აკრძალვებსა და რეგულაციებს ანიჭებს, შესაბამისად, უარყოფს თამბაქოს ზიანის სტრატეგიასა და მის შესაძლო სარგებელს.

 

2021 წლის 8-13 ნოემბერს ჩანიშნული “კონვენციის მხარეთა კონფერენცის” შესახებ, რომელზეც თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია (FCTC) იქნება განხილული, ცნობები არ გავრცელებულა. Global State of Tobacco Harm Reduction-ის (GSTHR)მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გადასახადების გადამხდელების თანხით დაფინანსებული FCTC შეხვედრა, რომელსაც გავლენა ექნება მილიონობით ადამიანის სიცოცხლეზე, გასაიდუმლოებულ პირობებში იმართება, და ავტორები ჯანმოს ინფორმაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკას გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრასთან აიგივებენ.

 

GSTHR-ის ანგარიშის თანახმად, FCTC შეხვედრის შემდეგ არსებული თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის იმპლემენტაცია საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის მხრიდან უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. თუ გადავხედავთ აღნიშნული კონვენციის ისტორიას, ვნახავთ, რომ ის 2005 წელს შეიქმნა, მაშინ მსოფლიოში 1.1 მილიარდი მწეველი იყო და ამ ინიციატივის მიზანს, თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებებისა და სიკვდილიანობის შემცირება წარმოადგენდა. თუმცა დღეს, 16 წლის შემდეგ, მსოფლიოში კვლავ 1.1 მილიარდი მწეველია და ყოველწლიურად 8 მილიონი ადამიანი თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებების შედეგად იღუპება.

 

“თამბაქოს ზიანის შემცირება ზრდასრულ მწეველთათვის ახალი შესაძლებლობაა…“მხარეთა კონფერენციის მეცხრე შეხვედრაზე” (COP9) მთავრობის წარმომადგენლებმა თავიდან უნდა აიცილონ ნიკოტინის მოხმარებაზე აკრძალვების დაწესება და ხელი შეუწყონ იმ ზრდასრულ მწეველებს, რომლებიც ვერ ან არ ანებებენ თავს მოწევას, გადავიდნენ ალტერნატიულ მოწყობილობებზე”, – ამბობს პროფესორი გერი სტიმსონი, ლონდონის სამეფო კოლეჯის ემერიტუსი.

No description available.

თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები, ელექტრონული სიგარეტები და სნუსი ნიკოტინის შემცველი ის პროდუქტებია, რომლებიც არ იყენებს წვას, შესაბამისად, ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით, საგრძნობლად ამცირებს მოწევასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის რისკებს. FCTC-ის წევრი ქვეყნებიდან დიდმა ბრიტანეთმა და ახალმა ზელანდიამ თამბაქოს კონტროლის ინიციატივების პარალელურად მოახდინეს თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის იმპლემენტაცია, შედეგად კი ამ ქვეყნებში ტრადიციული სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

 

აღსანიშნავია, რომ ზიანის შემცირების სტრატეგიის შესაძლო სარგებელს ჯანმო არ უარყოფს, ორგანიზაცია ამ სტრატეგიას აივ (HIV) ვირუსისა და “შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის” (AIDS) მიმართ იყენებს. უფრო მეტიც, FCTC დოკუმენტში, თამბაქოზე მიწოდებისა და მოთხოვნის შემცირების გვერდით თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიაც არის მოხსენებული, როგორც სიგარეტის მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლის მესამე ძირითადი ინსტრუმენტი. მიუხედავად ამისა, ჯანმო ღიად ეწინააღმდეგება თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიასა და უარყოფს მის შესაძლო სარგებელს.

 

“ჯანმო და საერთაშორისო თამბაქოს კონტროლი ეწინააღმდეგება ყოველწლიურად 8 მილიონი მწეველის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას. ისინი ერთად იბრძვიან თამბაქოს ინდუსტრიის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში  და უგულებელყოფენ სამეცნიერო მტკიცებულებას, რომლის თანახმად, ნიკოტინის შემცველ, შედარებით ნაკლები რისკის შემცველ პროდუქტებს აქვთ შესაძლებლობა, შეამცირონ სიკვდილიანობა”, – აღნიშნავს ჰარი შაპირო, ინგლისელი ჟურნალისტი და Fighting The Last War: The WHO and International Tobacco Control-ის ავტორი.

 

GSTHR-ის დოკუმენტის თანახმად, FCTC შეხვედრებში მონაწილე მხარეებმა უნდა განიხილონ მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული შესაძლებლობები; გაითვალისწინონ  თამბაქოს ზიანის შემცირებისა და ნაკლები რისკის მქონე ნიკოტინის პროდუქტების შესაძლო სარგებელი, რომელიც მეცნიერული, კლინიკური და ეპიდემიოლოგიური ექსპერტიზით არის დადასტურებული.

 

 

(R)

ავტორი: Prime Time

X