07:45 | 2021-10-30 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

საქართველოში საარჩევნო უბნები გაიხსნა

საქართველოში საარჩევნო უბნები გაიხსნა

საქართველოში საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა. კენჭისყრის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.

 

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში გაიმართება – ამომრჩევლებს 1830 საარჩევნო უბანი მოემსახურება.

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მოქალაქეები 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X