08:13 | 2021-10-30 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ხმა მივეცი კანდიდატს, რომელსაც ვთვლი, რომ ალტერნატივა არ ჰყავს – კახა კუჭავა

ხმა მივეცი კანდიდატს, რომელსაც ვთვლი, რომ ალტერნატივა არ ჰყავს – კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ საკუთარი პოზიცია საარჩევნო უბანზე უკვე დააფიქსირა. მისი თქმით, არჩევანი უკეთესი მომავლისთვის გააკეთა.

 

„ხმა მივეცი კახი კალაძეს. კანდიდატს, რომელსაც ვთვლიდი და ვთვლი, რომ ალტერნატივა არ ჰყავს იმ განხორციელებული პროექტების გათვალისწინებით, რომელიც ყველამ ნახა ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისში და ის, თუ რას აპირებს კახი მომდევნო 4 წლის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ მის გამარჯვებაში. ყველას ვურჩევდი, უკეთესი მომავლისთვის გააკეთოს არჩევანი“, – განაცხადა კუჭავამ ჟურნალისტებთან.

 

ცნობისთვის, საქართველოში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამომრჩევლები აირჩევენ მერებს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს.

 

არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტი ხმა მიიღებს.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X