08:47 | 2021-10-30 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

შალვა პაპუაშვილი: ხმა მივეცი ქალაქის განვითარებასა და სიკეთეს

შალვა პაპუაშვილი: ხმა მივეცი ქალაქის განვითარებასა და სიკეთეს

საკუთარი არჩევანი რამდენიმე წუთის წინ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა დააფიქსირა.

 

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი ამბობს, რომ ხმა ქალაქის განვითარებასა და სიკეთეს მისცა. პაპუაშვილმა არ დამალა, რომ მან არჩევანი კახა კალაძის სასარგებლოდ გააკეთა.

 

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ საარჩევნო პროცესის მეორე ტური მშვიდობიანად ჩაივლის, ვინაიდან ოპონენტების მხრიდან გარკვეული დესტრუქციის მცდელობა არსებობს, თუმცა, როგორც დამკვირვებლები, ასევე – სამართალდამცავი სტრუქტურები ამას არ დაუშვებენ.

 

ცნობისთვის, საქართველოში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამომრჩევლები აირჩევენ მერებს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს.

 

არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტი ხმა მიიღებს.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X