
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა. მან ხმა ვაკის N19 საარჩევნო უბანზე მისცა.
ვაკის N19 საარჩევნო უბანზე უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ საკუთარი არცევანი უკვე დააფიქსირა.
„დღეს არჩევანი არის ძალიან მარტივი, ერთ მხარეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხალხს ჰპირდება არეულობას, ქაოსს, მეორე მხარეს არის პარტია, რომელიც ხალხს სტაბილურობას, მშვიდობასა და განვითარებას ჰპირდება.
თბილისის შემთხვევაში ერთ მხარეს არის კანდიდატი, რომელსაც არაფრით გამოუჩენია თავი, გარდა იმისა, რომ კომპანიებს აკოტრებდა, იჭრებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებში და ხულიგნობდა. მეორე მხარეს არის კანდიდატი, რომელიც 4 წელი თბილისის განვითარებაზე ზრუნავდა და შემდეგი 4 წლის კონკრეტული ხედვა აქვს. მგონია, არჩევანი არის ძალიან მარტივი და შესაბამისი არჩევანი გავაკეთე მეც“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამომრჩევლები აირჩევენ მერებს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს.
არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















