09:51 | 2021-10-30 ავტორი: Prime Time

ვის და როგორ შეუძლია 500-ლარიანი ვაუჩერის გამოყენება, რომელსაც თბილისის მერია გასცემს

ვის და როგორ შეუძლია 500-ლარიანი ვაუჩერის გამოყენება, რომელსაც თბილისის მერია გასცემს

500 ლარიანი ვაუჩერი პენსიონერებს თბილისის მერიისგან მედიკამენტების შესაძენად – აღნიშნული პროგრამა გულ-სისხლძარღვთა, ქრონიკული დაავადებების მკურნალობას ესაჭიროება.

 

თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პენსიონერები მედიკამენტებზე 500–ლარიან ვაუჩერს მიიღებენ, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

ვინ და რატომ შეძრა მთელი ბაქო მაია ბარათაშვილის გამო - დამირეკეს, თქვენს აკომპანიატორს სიცხე აქვს და კოვიდის სიმპტომებიო
2021-10-30ვინ და რატომ შეძრა მთელი ბაქო მაია ბარათაშვილის გამო - დამირეკეს, თქვენს აკომპანიატორს სიცხე აქვს და კოვიდის სიმპტომებიო

 

მისივე თქმით, მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით 40 000 სოციალურად დაუცველი პენსიონერი ისარგებლებს.

 

„სოციალურად დაუცველი პენსიონერები 500-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ, რათა ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული სხვადასხვა მედიკამენტის შეძენა შეძლონ. პროგრამის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 200 მლნ ლარი გამოიყოფა“, – განაცხადა კალაძემ.

 

მისი თქმით, თბილისში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით რიგი პროექტები ხორციელდება. მერის ინფორმაციით, ბოლო ოთხ წელში თბილისელთა დაახლოებით 2 მლნ მოთხოვნა დახმარებაზე დაკმაყოფილდა.

 

“ვაუჩერი არ არის დამოკიდებული ქულათა რაოდენობაზე. ყველა პენსიონერი, რომელიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში იმყოფება, 500-ლარიან ვაუჩერს მიიღებს, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ აფთიაქში, მთელი წლის განმავლობაში შეეძლებათ. ვაუჩერი 2022 წლიდან გაიცემა და მას ერთჯერადად მოიხმარენ თუ მრავლჯერადად, თავად გადაწყვეტენ.” – აცხადებენ თბილისის მერიაში.

აღსანიშნავია, რომ პენსიონერებს ვაუჩერით მხოლოდ მედიკამენტების შეძენა შეეძლებათ. დეტალური ინფორმაცია, რა ფორმით ან სად შეძლებენ აღებას, მოგვიანებით გამოქვეყნდება.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X