
დაპირისპირება ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანზე მოხდა, ადგილზე მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია თავის მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება.
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია ამბობს, რომ ენმ – ს აქტივისტი გიორგი მუმლაძე ზუგდიდს სეპარატისტულ განწყობებში ადანაშაულებს. მამუკა წოწერიამ ამომრჩევლებსა და გუნდის წევრებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.
ცნობისთვის, საქართველოში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამომრჩევლები აირჩევენ მერებს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს.
არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტი ხმა მიიღებს.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















