15:47 | 2020-04-06 ავტორი: ალექსი ქამადაძე

საგანგებო რეჟიმის დარღვევის გამო, დღემდე 4 მილიონამდე ჯარიმა გამოიწერა

საგანგებო რეჟიმის დარღვევის გამო, დღემდე 4 მილიონამდე ჯარიმა გამოიწერა

საქართველოში 21 მარტს საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა, 31 მარტიდან კი საყოველთაო კარანტინი და ე.წ კომენდანტის საათი მოქმედებს.

 

შესაბამისად, საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის განსაზღვრულია ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით ფიზიკურ პირზე, ხოლო 15 000 ლარი იურიდიულ პირზე.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგანგებო რეჟიმის გამოცხადებიდან დღემდე, 6 აპრილამდე, საგანგებო რეჟიმის დარღვევის 2 386 ფაქტი გამოავლინა.

 

აქედან, ე.წ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 839 პირი დააჯარიმეს, რაც ჯამში 2,517,000 ლარს შეადგენს.

 

გარდა ამისა, ​პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის, სულ 417 მოქალაქე დააჯარიმა, რაც 1,251,000 ლარს შეადგენს.

 

ასევე, 13 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე, რაც ჯამში 195,000 ლარს შეადგენს.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X