18:20 | 2021-10-30 ავტორი: Prime Time

კორონავირუსის წარმოშობა სამუდამოდ საიდუმლოდ დარჩება – აშშ-ს სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლები

კორონავირუსის წარმოშობა სამუდამოდ საიდუმლოდ დარჩება – აშშ-ს სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლები

აშშ-ს სადაზვერვო სამსახურებში თვლიან, რომ კორონავირუსის წარმოშობა სამუდამოდ საიდუმლოდ დარჩება – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი გამოცემა ავრცელებს.

 

“აშშ-ს სადაზვერვო სამსახურებმა განაცხადეს, რომ ისინი, სავარაუდოდ, ვერასოდეს შეძლებენ დაადგინონ კორონავირუსის ძირეული მიზეზი, რომელმაც Covid-19-ის გავრცელება გამოიწვია. მათ კვლავაც სჯერათ, რომ ის სპეციალურად არ იყო შექმნილი, როგორც ბიოლოგიური იარაღი.

 

ეროვნული დაზვერვის ბიუროს დირექტორმა ​კოროვირუსის წარმოშობის განახლებული ანალიზი (მანამდე ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ არის გამოქვეყნებული, აგვისტოს თვეში) გამოაქვეყნა.

 

ის მისი წარმოშობის ორ ჰიპოთეზას განიხილავს:

 

გაჟონვას ლაბორატორიიდან (ამ კონტექსტში, ჩვეულებრივ, ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი მოიხსენიება) და ბუნებრივ მუტაციას ვირუსის გადაცემის დროს, რომელიც ადრე ცხოველებში იყო გავრცელებული.

 

“ორივე ვერსია თანაბრად დამაჯერებელია, ახალი მონაცემები არ იკვეთება, რომლის მიხედვითაც ყურადღება რომელიმე მათგანზე შეჩერდება და ერთი მეორეს გამორიცხავს.” – ნათქვამია ამერიკის სადაზვერვო საზოგადოების მოხსენებაში.

 

მოხსენება გამოქვეყნებულია ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის ვებგვერდზე. ჩინეთი ამერიკის სადაზვერვო სამსახურების ამ წამოწყებას არ ეთანხმება.

 

კორონავირუსის დაკარგული კვალი 

 

აშშ-ს დაზვერვის საზოგადოება 17 სააგენტოს მოიცავს. ოთხი მათგანი (კონკრეტულად არცერთი სააგენტო არ არის დასახელებული) ვირუსის ბუნებრივი წარმოშობის ვერსიაზე აქცენტირებს, მაგრამ აღიარებს, რომ ამ ვერსიისადმი ნდობის ხარისხი დაბალია.

 

ამავდროულად, ერთ-ერთ სამსახურს მიაჩნია, რომ Covid-19-ით ინფიცირებული პირველი ადამიანების შემთხვევები იყო ლაბორატორიიდან გაჟონვის შედეგი, შესაძლოა, ექსპერიმენტების დროს ან ინფიცირებულ ცხოველებთან მუშაობის დროს ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში. ეს დასკვნა დაზვერვის ანალიტიკოსებს ნდობის ოდნავ მაღალ ხარისხს ანიჭებს – ისინი მას ზომიერად აფასებენ.

 

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ არ იცოდა ვირუსის არსებობის შესახებ 2019 წლის ბოლოს ვუჰანში Covid-19-ის გავრცელებამდე. თუმცა, მოხსენების თანახმად, პეკინი აგრძელებს საერთაშორისო გამოძიებების დაბრკოლებას და უარს ამბობს ინფორმაციის გაზიარებაზე.

 

ოფიციალური ჩინური ვერსიით, ახალი ვირუსის პირველი აფეთქება 2019 წელს, ვუჰანის ფრინველის ბაზარზე დაიწყო. სწორედ ამიტომ ვირუსის ბუნებრივი წარმოშობის ვერსია თავდაპირველად ერთადერთ გონივრულად ითვლებოდა და ბევრმა მეცნიერმა ვირუსის უჰანის ინსტიტუტის საქმიანობასთან დაკავშირების მცდელობა შეთქმულების თეორიად აღიქვა.

 

თუმცა, წლის დასაწყისში ამერიკულმა მედიამ არაპირდაპირი მტკიცებულება მოიპოვა, რომელიც საშუალებას აძლევს მათ უფრო სერიოზულად მიიღონ ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის ვერსია.

 

მაისში, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საიდუმლო სამსახურებს დაავალა, გაეანალიზებინათ ყველა არსებული ინფორმაცია ორივე ვერსიის სასარგებლოდ…

 

ვაშინგტონში ჩინეთის საელჩომ სადაზვერვო საზოგადოების ახალ ანგარიშს ფარსი უწოდა.

 

„აშშ-ის მცდელობა – დაეყრდნოს არა მეცნიერებს, არამედ დაზვერვის აპარატს, რათა დადგინდეს Covid-19-ის წარმოშობა, არის სრული პოლიტიკური ფარსი“, – ციტირებს საელჩო Reuters-თან.

 

„ჩვენ მხარს ვუჭერთ მცდელობებს მისი წყაროების მეცნიერულად მოძიებაში და გავაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას. ამ პროცესში აქტიურად ჩაერთეთ, თუმცა ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ ამ საკითხის პოლიტიზების მცდელობებს“. – ნათქვამია ანგარიშში.

 

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X