20:11 | 2021-10-30 ავტორი: Prime Time

ნიკა მელიას პირველი კომენტარი ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ 

ნიკა მელიას პირველი კომენტარი ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ 

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, ნიკა მელია, ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.

 

როგორც ნიკა მელია ამბობს, ძალადობის მიუხედავად ქართველმა ხალხმა მაინც გაიმარჯვა.

 

„დღის განმავლობაში ყველამ ვიხილეთ რა არის „ქართული ოცნების“ სახე. დავინახეთ, რომ „ქართული ოცნება“ კილომეტრებით დაშორებიულია პოლიტიკისგან. მათ პრეტენზიაც კი არ აქვთ, რომ იყვნენ პოლიტიკურ პროცესში. მიუხედავად მათი ძალადობისა, არ ეყოთ და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა და ძალიან დიდი მადლობა, რომ გაბედეთ და წინააღმდეგობა გაუწიეთ ამ მოძალადეებს“,- ამბობს ნიკა მელია.

 

ცნობისთვის, 20:00 საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X