16:19 | 2020-04-06 ავტორი: სალომე ნეფარიძე

კორონავირუსი ინფარქტის და ინსულტის რისკებს ზრდის?! – ინფექციონისტის განმარტება

კორონავირუსი ინფარქტის და ინსულტის რისკებს ზრდის?! – ინფექციონისტის განმარტება

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმი და ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე ამბობს, რომ ახალი კორონავირუსი ზრდის ინფაქტის და ინსულტის რისკებს. ამის შესახებ მაჩაიძემ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

 

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ განურჩევლად მიმართულებისა, ყველა ექიმი უნდა იყოს დაცული და შესაბამისად აღჭურვილი.

 

„ახლახანს გაირკვა, რომ ვირუსი იწვევს ჰიპერკუაგულაციურ მდგომარეობას და დიდი ალბათობაა, რომ გაზარდოს ინფარქტის და ინსულტის რისკი. ამიტომ ნევროლოგი, რომელსაც პაციენტი უწევს ინსულტით იმ წამს ვერც კი მიხვდება, ვერც წარმოიდგენს, რომ  კოვიდის გამო ჰქონდა ეს. იგივე, კარდიოლოგი, რომელიც ამოწმებს ე.წ ინფაქტიან პაციენტს შეიძლება ვერ დაუშვას, რომ ვირუსი იყო ამისი წყარო. მეან-გინეკოლოგი, რომელიც ფეხმძიმეს ამოწმებს და ძალიან მსუბუქი სიმპტომები აქვს, შეიძლება ვერ დაუშვას, რომ ვირუსი აქვს“, – ამბობს მამუკა მაჩაიძე.

 

 

  • ბოლო მონაცემებით გამოჯანმრთელებულია 36 ადამიანი

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X