16:12 | 2020-04-06 ავტორი: თეონა ყაჭიური

საქართველო თქვენ გვერდითაა – ზურაბიშვილი ბორის ჯონსონს გამოჯანმრთელებას უსურვებს

საქართველო თქვენ გვერდითაა – ზურაბიშვილი ბორის ჯონსონს გამოჯანმრთელებას უსურვებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის სოციალურ ქსელ „Twitter“-ში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის დაინფიცირებას ეხმაურება და მას ჯანმრთელობას უსურვებს.

 

„ახლა, როდესაც მძიმე დროა, მე მინდა ყველას გადავუხადო მადლობა, ვინც კორონავირუსთან საბრძოლველად სახლში რჩება.

 

საქართველო თქვენ გვერდითაა თქვენს პირად ბრძოლაში კორონავირუსის წინააღმდეგ და სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ, დარჩით ძლიერად“, – წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.

 

ცნობისთვის, გუშინ კორონავირუსით ინფიცირებული ბორის ჯონსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს

 

ბორის ჯონსონს კორონავირუსი თავდაპირველად 27 მარტს დაუდგინდა. 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X