
2018 წლის 17 დეკემბერს თბილისში, მეტეხის ხიდთან ანა ჭალიძემ თვითმკვლელობა სცადა. ის მტკვარში გადახტა. საბედნიეროდ, ქალი გადაარჩინეს.
მისი თქმით, იმის გამო რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი იყო, სამსახურს ვერ შოულობდა.
რა მდგომარეობა აქვს დღეს ქალს, „პრაიმტაიმი“ ანა ჭალიძეს დაუკავშირდა.
„რამდენიმე თვეა დამინიშნეს სოციალური, მხოლოდ და მხოლოდ ეს 260 ლარიანი დახმარება გვაქვს.
მე ნაციონალები კი არ მაჭმევდნენ, მე ჩემი 150-ლარიანი ხელფასი თვიდან თვემდე მყოფნიდა და მაგიტომ მინდა „ნაციონალური მოძრაობა“. მაგათ მერე წავიდა ყველაფერი უკან, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ავდექი და მტკვარში გადავხტი.
არ ნანობთ თვითმკვლელობა რომ სცადეთ?
– ახლა იმ მდგომარეობაში ვარ, უფრო დიდ ხიდს და დიდ ადგილს ვარჩევ. ამ წუთას ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ.
რომელ სინანულზეა საუბარი, ისეთ მდგომარეობაში ვარ. ხვალ ბავშვის დაბადების დღეა და იმის ფული არ მაქვს ტორტი ვუყიდო. ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ მინდა, სხვა გზა აღარ დამრჩა არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც „ოცნებასთან“, კისერი უტეხია ორივეს. მირჩევნია სხვა ქვეყანაში წავიდე.
რაში ვიმყოფინო 260 ლარი? ელენთა არ მაქვს, პურს ვალზე ვიღებ, ფქვილს ვერ ვყიდულობ 90 ლარი ღირს, ძალიან მიჭირს.
ერთადერთი ადამიანი იყო სანდრა, ვინც დამეხმარა. წყლიდან რომ ამომიყვანეს, სანდრამ გაუშვა მძღოლი და კონვერტით 1 000 ლარი გადმომცა, მან ეს თავისი ადამიანობით გააკეთა“,- ამბობს ანა „პრაიმტაიმთან“.
ასევე ნახეთ:
სოფო ნიჟარაძე არჩევნებზე მივიდა – ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი
რევოლუციის დროა – მაია დარსმელიძე
ნეკა დოროყაშვილი ყოფილი ქმრის პოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას ავრცელებს
ეს სახლი თბილისში 8 მილიონ დოლარზე მეტი ღირს – დაათვალიერეთ ფოტოები და შეაფასეთ
ბევრისთვის უცნობი ფაქტი კახა კალაძის შესახებ – „აუცილებლად ჩამოვალ ამ დღეებში თბილისში“






















