
ჩეხეთში საბაგიროს ჩამოვარდა. შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, დაღუპული საბაგიროს მძღოლი იყო. ის კაბინაში მარტო იმყოფებოდა.
ამასთან, 14 ადამიანი, რომლებიც საპირისპირო მიმართულებით მოძრავ კაბინაში იმყოფებოდნენ, მაშველებმა გადაარჩინეს.
მომხდარი შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
შემთხვევა ქალაქ ლიბერეცთან, ეშტედის მთასთან მოხდა. მთასთან მიმავალი საბაგირო მარშრუტი, რომლის სიმაღლე 1 012 მეტრია, ორ კაბინას იყენებს, რომელსაც თითო მემანქანე მართავს.
გასულ წელს საბაგიროთი 210 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.
ასევე ნახეთ:
სოფო ნიჟარაძე არჩევნებზე მივიდა – ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი
მთავრობა ტრანსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რას ჰყვება ქალი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გამო თავს იკლავდა
ეს სახლი თბილისში 8 მილიონ დოლარზე მეტი ღირს – დაათვალიერეთ ფოტოები და შეაფასეთ
ბევრისთვის უცნობი ფაქტი კახა კალაძის შესახებ – „აუცილებლად ჩამოვალ ამ დღეებში თბილისში“























