
ნუ გგონიათ, მიშას რამე დაემართება და თქვენ სადმე მოჯდებით, ან პარტიაში მომჯდარი დარჩებით, ძალიან ცდებით!, – ამის შესახებ „კმარას“ ყოფილი ლიდერი თეა თუთბერიძე აცხადებს და მიმართავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, ან სააკაშვილი გადაარწმუნონ და შიმშილობა შეწყვიტოს, ან პარლამენტში და რუსთავის ციხესთან უვადო შიმშილობა გამოაცხადონ.
„ენმ-ის დეპუტატებო, ან ადგებით და აი ახლა, სწორედ ახლა, დღესვე წახვალ პარლამენტში და სასესიო დარბაზში გამოაცხადებთ და დაიწყებთ შიმშილობას პარლამენტის შენობაში, ასევე, პოლიტსაბჭოს სრული შემადგენლობა პარლამენტში შესული დეპუტატების გარდა, გაშლით კარვებს რუსთავის ციხესთან და გამოაცხადებთ უვადო შიმშილობას ყველა ერთად (ნაწილი პარლამენტში, ნაწილი რუსთავის ციხესთან), ან არა და ზუსტად იცოდეთ, მიშა თუ მოკვდება პუტინის ტყვეობაში მარტო მიტოვებული, მაგ ქვეყნის მომავლის საბოლოო დამსამარებელი ბიძინა ივანიშვილთან ერთად იქნებით თქვენც და ზუსტად ისევე აგებთ თითოეული თქვენგანი პასუხს, როგორც ქართულ ოცნებას მოუწევს!
დამიჯერეთ, საშინელება მოგელით და ვერ აანალიზებთ ჯერ! ნუ გგონიათ, მიშას რამე დაემართება და თქვენ სადმე მოჯდებით, ან პარტიაში მომჯდარი დარჩებით, ძალიან ცდებით!
რა ბათუმი, რა ზუგდიდი და რა ქუთაისი?! ვის ამაიმუნებთ?! რა გგონიათ, მიშას ბოლომდე ფეხებზე დაკიდება შეგრჩებათ?! იმ პარტიის ოფისებში რომ ხართ წამოსკუპებული ეს 9 წელი, წინა 9 წელზე აღარ დავწერ, ხელფასი არ მოგიკლიათ და კომფორტი, გგონიათ თქვენი და ჩემი პასუხისმგებლობა ერთნაირია დღეს?!
აბა გეგმა გვაქვს მიშას გათავისუფლებისო? ეგაა თქვენი გეგმა, ადამიანი უკვე 32-ე დღეა შიმშილობს და არავინ იცის, რა წუთში რა მოხდება?! ან სასწრაფოდ მიდით და დაარწმუნეთ, რომ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა და ისე გააგრძელოს ბრძოლა, ან არადა კეთილი ინებეთ და დაიწყეთ შიმშილობა მთელმა პარტიის ე.წ. ლიდერშიპმა!
P.S. მიშას უკანალში წლობით თავშეყოფილი გენიოსები ნურც ეცდებით, რომ ჩემ მონათვლას იმ „მიშისტად“ რომლებიც ყველაფერზე მიშას ტაშს უკრავდნენ! ეგეთები თქვენ იყავით წლები!“, – წერს თუთბერიძე სოციალურ ქსელში.
ასევე ნახეთ:
სოფო ნიჟარაძე არჩევნებზე მივიდა – ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი
რევოლუციის დროა – მაია დარსმელიძე
ნეკა დოროყაშვილი ყოფილი ქმრის პოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას ავრცელებს
ეს სახლი თბილისში 8 მილიონ დოლარზე მეტი ღირს – დაათვალიერეთ ფოტოები და შეაფასეთ
ბევრისთვის უცნობი ფაქტი კახა კალაძის შესახებ – „აუცილებლად ჩამოვალ ამ დღეებში თბილისში“






















