
„ქუჩის ბიჭების“ წევრი ირაკლი ნოზაძე ადამიანებს ღიმილისკენ მოუწოდებს.
„გაიღიმეთ ხალხნო. არავინ არ მოგსდევთ და არ გირტყამენ ყოველ პარასკევს, როგორც ადრე დაგვსდევდნენ ხოლმე. თან მაშინ როცა არაფერი დაგიშავებია. გაიღიმეთ მეგობრებო. ეს ცხოვრება ძალიან მოკლეა იმისათვის, რომ ერთმანეთი ვლანძღოთ და ვაფურთხოთ.
გაიღიმეთ ჩემო კარგებო. არავითარი მხარე არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ერთი მხარე, ჩვენი, ყველასი და ეს მხარე სიკეთეა. გაიღიმეთ ქართველებო და უფალი თავიდან გვასწავლის სიყვარულს. გაიღიმეთ იმიტომ, რომ ღიმილი ძალიან გიხდებათ!“, – ვკითხულობთ მომღერლის ფეისბუკ-პოსტში.
ასევე წაიკითხეთ:






















