
„პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ 79 წლის ქვემო ბოლნისელი ქალი, რომელიც 3 აპრილს, Covid-19-ით გარდაიცვალა, ნაწილობრივ მუსლიმური წესით დაკრძალეს.
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ოქტაი ისაევი „პრაიმტაიმთან“ განმარტავს, რომ ჰქონდათ საბჭოს სხდომა, სადაც გადაწყდა, რომ გარდაცვლილთა დაკრძალვა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით უნდა ჩატარდეს.
„სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში მუსლიმთა დაკრძალვის შესახებ გაიმართა სხდომა და გადაწყდა, რომ დაკრძალვა მოხდეს წესების გვერდის ავლით. წაკითხულ იქნება მხოლოდ ლოცვები, ისიც დისტანციის დაცვით.
ამის შესახებ ბოლნისის იმამმაც იცის და საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით დაიკრძალა 79 წლის კორონავირუსით გარდაცვლილი ქალი.
ეს გამონაკლისი ხდება ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოების გამო“, – გვითხრა ოქტაი ისაევმა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტის დაკრძალვა სპეციალური წესის მიხედვით უნდა განხორცელდეს, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის 25 მარტის ბრძანებითა და მისი N16 დანართით არის განსაზღვრული.
- ბოლო მონაცემებით გამოჯანმრთელებულია 36 ადამიანი
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
ავტორი: მარიამ ქველაძე
ასევე დაგაინტერესებთ:























