
ვერაზე მოკლული ქალი ტაილანდის მოქალაქეა, რომელიც საქართველოში 2 კვირით ჩამოვიდა. ის საქართველოში ტურისტულად იმყოფებოდა, პარალელურად კი ვერაზე მდებარე მასაჟის ერთ-ერთ ცენტრში დროებით მუშაობდა.
სავარაუდოდ, დამნაშავე ქართველი მამაკაცია, რომელმაც გარდაცვლილს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა.
ქალი მსუბუქად იყო დაჭრილი, თუმცა უკვე გამოწერეს საავადმყოფოდან. რაც შეეხება გარდაცვლილ ქალს, იგი ამჟამად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დამნაშავე ჯერ დაკავებული არ არის.
შეგახსენებთ, მკვლელობა ვერაზე გვიან ღამით მოხდა. ახვლედიანის ქუჩაზე მასაჟის ცენტრში ახალგაზრდა ქალი მოკლეს, ერთი ქალი კი დაჭრილია.
ასევე ნახეთ:
სოფო ნიჟარაძე არჩევნებზე მივიდა – ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი
მთავრობა ტრანსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რას ჰყვება ქალი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გამო თავს იკლავდა
ეს სახლი თბილისში 8 მილიონ დოლარზე მეტი ღირს – დაათვალიერეთ ფოტოები და შეაფასეთ
ბევრისთვის უცნობი ფაქტი კახა კალაძის შესახებ – „აუცილებლად ჩამოვალ ამ დღეებში თბილისში“






















