
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მის წერილშია ნათქვამი, რომელიც ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მედიას ნიკა გვარამიამ გააცნო.
„ვერც ერთი ციხის კარები ვერ შეაკავებს ხალხის რისხვას. ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია. იქ ვერც ერთი გადაწყვეტილება ვერ და არ იქნება მიღებული. ბანდიტებთან საუბარი რეფორმებსა და ქვეყნისთვის საკეთილდღეო ცვლილებებზე მხოლოდ ემსახურება დროის გაწელვას, რათა ჩაქრეს საპროტესტო მუხტი და შიგნითაც და გარეთაც ხელი ჩაიქნიონ ჩვენს ქვეყანაზე.
ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება ქვეყნის პატრიოტებისა და უბრალოდ წესიერი ხალხის მიმართ პარლამენტში – მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და ოცნება დატოვონ საკუთარ თავთან მარტო“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.
ასევე ნახეთ:
სოფო ნიჟარაძე არჩევნებზე მივიდა – ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი
მთავრობა ტრანსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რას ჰყვება ქალი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გამო თავს იკლავდა
ეს სახლი თბილისში 8 მილიონ დოლარზე მეტი ღირს – დაათვალიერეთ ფოტოები და შეაფასეთ
ბევრისთვის უცნობი ფაქტი კახა კალაძის შესახებ – „აუცილებლად ჩამოვალ ამ დღეებში თბილისში“






















