
“საზოგადოება ოპოზიციის სიჯიუტითა და გამოხტომებით ძალიან დაიღალა, რამდენჯერაც არჩევნებს წააგებენ, გამოდიან ქუჩაში, გაბუტულები დარბიან და აწყობენ დესტრუქციას”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„არჩევნები ჩატარდა და მას ლეგიტიმაცია ჯერ საზოგადოებამ, ეუთო/ოდირმა და საერთაშორისო პარტნიორებმა, ამის შემდეგ კიდევ არავის არ სცალია იმისთვის, რომ რამდენიმე ადამიანის ქუჩაში სირბილზე დახარჯოს სახელმწიფომ რესურსი. ამიტომ, ამას არ აქვს არანაირი შედეგი. კანონის ფარგლებში აქციების გამართვა დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია, თუ ეს კანონის გარეშე მოხდება, ამას ადეკვატური პასუხი გაეცემა.
ბუნებრივია, აბსოლუტურად ნეგატიურ დამოკიდებულებას მიიღებდნენ ისინი 7 ნოემბერს აქციის გამართვის შემთხვევაში. რამდენი მათგანმა თქვა ეს აღარ იქნებაო. ესეც ერთი მტკიცებულებაა იმის, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ვერაფერზე თანხმდება, მათ შორის ვერც იმ საკითხზე, როდის გამართონ აქცია. ვერ მოსცილდნენ „ნაციონალურ მოძრაობას და მის ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ასევე ნახეთ:
სოფო ნიჟარაძე არჩევნებზე მივიდა – ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი
რევოლუციის დროა – მაია დარსმელიძე
ნეკა დოროყაშვილი ყოფილი ქმრის პოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას ავრცელებს
ეს სახლი თბილისში 8 მილიონ დოლარზე მეტი ღირს – დაათვალიერეთ ფოტოები და შეაფასეთ
ბევრისთვის უცნობი ფაქტი კახა კალაძის შესახებ – „აუცილებლად ჩამოვალ ამ დღეებში თბილისში“






















