
“აქციის 7 ნოემბერს ჩატარება წამოცდენა იყო, თუ ქვეცნობიერის ამოძახილი, ამას ვერ გეტყვით. 7 ნოემბერი არის ერთ-ერთი სიმბოლო „ნაცმოძრაობის“ სადისტური სახის. შემთხვევით არაფერი ხდება და თარიღების დამთხვევა შემთხვევითობას არ მიეწერება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკი განაცხადა.
„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, გრიგალის პირობებში ცხოვრობს საქართველო. ბოლო პერიოდში, ეს დაძაბულობა ახალ მუხტს იღებს, საქართველოში ოპოზიცია როგორც ასეთი, მისი უმრავლესი ნაწილი არ ასრულებს თავის მოვალეობას და მთავარი თემა იმ დღის წესრიგიდან არ გამოსვლაა, რაც სააკაშვილმა შესთავაზათ – რევოლუცია, დესტაბილიზაცია. ოპოზიციას ამ ყველაფრის გადახედვა მართებს. მათ საკმაო ინტელექტუალური რესურსიც არ აქვთ იმისათვის, რომ განახორციელონ ეფექტური მართვა ამ პროცესების, ჩაერთონ ეკონომიკურ, სოციალური საკითხების განხილვაში.
აქედან გამომდინარე, აქციების შემოთავაზება უკავშირდება იმას, რომ საქართველოს წინააღმდეგ არსებობს გარკვეული შეთქმულება, დესტაბილიზაცია. ეს არის გეგმა და ფეხდაფეხ ვითარდება ეს პოლიტიკა რუსეთის პოლიტიკასთან ერთად. აქციის 7 ნოემბერს ჩატარება წამოცდენა იყო, თუ ქვეცნობიერის ამოძახილი, ამას ვერ გეტყვით. 7 ნოემბერი არის ერთ-ერთი სიმბოლო „ნაცმოძრაობის“ სადისტური სახის. შემთხვევით არაფერი ხდება და თარიღების დამთხვევა შემთხვევითობას არ მიეწერება“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ასევე ნახეთ:
სოფო ნიჟარაძე არჩევნებზე მივიდა – ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი
რევოლუციის დროა – მაია დარსმელიძე
ნეკა დოროყაშვილი ყოფილი ქმრის პოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას ავრცელებს
ეს სახლი თბილისში 8 მილიონ დოლარზე მეტი ღირს – დაათვალიერეთ ფოტოები და შეაფასეთ
ბევრისთვის უცნობი ფაქტი კახა კალაძის შესახებ – „აუცილებლად ჩამოვალ ამ დღეებში თბილისში“






















