17:29 | 2021-11-01 ავტორი: Prime Time

მიხეილ სააკაშვილი ხალხს ციხის შტურმისკენ მოუწოდებს ?! – ვერც ერთი ციხის კარები ვერ შეაკავებს ხალხის სამართლიან რისხვას

მიხეილ სააკაშვილი ხალხს ციხის შტურმისკენ მოუწოდებს ?! – ვერც ერთი ციხის კარები ვერ შეაკავებს ხალხის სამართლიან რისხვას

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან კიდევ ერთ წერილს ავრცელებს.

 

წერილში იგი ოპოზიციონერებს მოუწოდებს, რომ მამუკა ხაზარაძის მსგავსად, მათაც დატოვონ პარლამენტი.

 

სააკაშვილის ამბობს, რომ იგი ძალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილია.

 

აპირებენ, სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანონ, საიდანაც შეიძლება დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცნაზის მიერ, მისი გატაცება - გვარამია
2021-11-01აპირებენ, სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანონ, საიდანაც შეიძლება დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცნაზის მიერ, მისი გატაცება - გვარამია

 

„მე ვარ ძალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილი და ყველა თავმოყვარე ქართველი უნდა ვიყოთ გაბრაზებულები და შეურაცხყოფილები. არჩევნები ცხვირწინ აგვწაპნეს ყველა დიდ ქალაქში. ეს არჩევნები ჩვენ მოვიგეთ და ბანდიტების ჯგუფმა, რომელმაც მიითვისა საქართველოს ხელისუფლება, ხელიდან გამოგვგლიჯა ეს გამარჯვება, გაგვძარცვა და წაგვართვა ჩვენი უმთავრესი უფლება – ვიყოთ ჩვენი ქვეყნის ბატონ-პატრონნი!

 

ერთი სული მაქვს როდის შემოგიერთდებით, მაგრამ ამაშიც თქვენი დახმარება მჭირდება. ვერც ერთი ციხის კარები ვერ შეაკავებს ხალხის სამართლიან რისხვას. ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია, იქ ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ და არ იქნება მიღებული. ბანდიტებთან საუბარი რეფორმებსა და ქვეყნისთვის საკეთილდღეო ცვლილებებზე მხოლოდ დროის გაწელვას ემსახურება, რათა ჩაქრეს საპროტესტო მუხტი და შიგნითაც და გარეთაც ხელი ჩაიქნიონ ჩვენს ქვეყანაზე.

 

ამიტომ ჩემი რჩევა იქნება ყველა ჩემი თანამებრძოლის, ასევე უბრალოდ ქვეყნის პატრიოტების, წესიერი ხალხის მიმართ პარლამენტში – მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და დატოვონ ოცნება საკუთარ თავთან მარტო“,- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

 

ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი უკვე ერთი თვეა ციხეში შიმშილობს. იგი მკურნალბოაზეც უარს ამბობს.

 

ასევე ნახეთ ვიდეო ⇓ ქუთაისში სააკაშვილის მხარდამჭერები დააკავეს

 

ავტორი: Prime Time

X